სერვისები

სადაზღვევო სერვისები

24 საათიანი საინფორმაციო სამსახური (ცხელი ხაზი: 2 24 15 24)

დაზღვეულებს საინფორმაციო მომსახურებას უწევენ მაღალკვალიფიციული სამედიცინო განათლების მქონე ოპერატორები.

საინფორმაციო სამსახური გულისხმობს:

  • საინფორმაციო კონსულტაციას მიმდინარე სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ან პრობლემის წარმოქმნისას;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
  • სრულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამედიცინო პროვაიდერებისა და მიმდინარე დაზღვევის პირობების შესახებ.
ოჯახის ექიმის მომსახურება

ჩვენს დაზღვეულებს ემსახურებიან მაღალკვალიფიციური, ლიცენზირებული და გამოცდილი ოჯახის ექიმები.

ოჯახის ექიმის მომსახურება გულისხმობს:

  • დაზღვეულის სრულ სამედიცინო კონსულტაციას;
  • დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მეთვალყურეობას;
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციის და კვლევებისთვის მიმართვის გაცემას.
პროფილაქტიკური კვლევები

გულისხმობს პროფილაქტიკის მიზნით სკრინინგ კვლევების დაფინანსებას, რომელსაც სადაზღვევო კომპანია პრაიმი სრულად ანაზღაურებს.

ამბულატორიული მომსახურება

მომსახურება სრულიად მოქნილი და თავისუფალია. დაზღვეულს თავისი სურვილის შესაბამისად შეუძლია მიმართოს როგორც პროვაიდერ, ასევე ნებისმიერ არაპროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებას ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების დატოვების გარეშე. პრაიმი გარკვეული ლიმიტის ფარგლებში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმდგენისას მყისიერად გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით.

ამბულატორიული მომსახურება მოიცავს:

  • ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას
  • ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას.
  • მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია CT, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია MRT, პოზიტრონულ-ემისიული ტომოგრაფია PET-CT
მედიკამენტები

პრაიმს გააჩნია პროვაიდერი სააფთიაქო ქსელის ყველაზე ფართო არჩევანი. ჩვენი პროვაიდერია საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი:

  • ფარმადეპო;
  • პსპ;
  • ჯიპისი;
  • სახალხო აფთიაქი;
  • ავერსი;
სტაციონარული მომსახურება

მომსახურება სრულიად მოქნილი და თავისუფალია. საქართველოში მოქმედი კლინიკების უმრავლესობა პრაიმის პროვაიდერია და შესაბამისად სტაციონარული მომსახურების მიღებისას დაზღვეული საქართველოში მოქმედ უმრავლეს კლინიკაში მომსახურების ღირებულების გადახდისგან სრულიად თავისუფალია (ლიმიტის და თანაგადახდის %-ის შესაბამისად).

 

დაზღვეულის სურვილის შემთხვევაში, პრაიმის მენეჯერები მიმართვას (საგარანტიო წერილს) გასცემენ, როგორც პროვაიდერ ასევე არაპროვაიდერ კლინიკებშიც, რათა დაზღვეულს შესაძლებლობა ჰქონდეს არაპროვაიდერ კლინიკებშიც თანხის გადახდის გარეშე მიიღოს მომსახურება.

ორსულობა/მშობიარობა

მომსახურება სრულიად თავისუფალია და შეუზღუდავი. პრაიმი ანაზღაურებს აყვანილი ექიმისა და არასტანდარტული პალატის ხარჯებსაც, რაც ჩვენს დაზღვეულ ქალბატონებს  კიდევ უფრო დიდ კომფორტსა და დაცულობას აგრძნობინებს.

სტომატოლოგირული მომსახურება

პრაიმს გააჩნია 60-მდე პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკა. სტომატოლოგიური მომსახურება გულისხმობს:

  • სტომატოლოგის კონსულტაციას;
  • მარტივი და გართულებული კარიესის, პულპიტის და პერიოდონტიტის მკურნალობა;
  • დიაგნოსტიკას, კბილის მექანიკურ წმენდას;
  • კბილის გეგმიურ და ექსტრაქციას;
ორთოდონტიული და ორთოპედიული სტომატოლოგიური მომსახურება

პრაიმი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს 60%-იან ფასდაკლებას ორთოპედიულ და ორთოდონტიულ მომსახურებაზე.

დენტალური იმპლანტაცია

გულისხმობს კბილის ხელოვნური ფესვის იმპლანტაციასთან დაკავშირებულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, რაზეც სადაზღვევო კომპანია პრაიმი გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას.