პირობები
- 1 დაწყება
- 2 ჩემი მონაცემები
- 3 დაზღვეული პირები
- 4 პოლისი
- 5 პირობები
- 6 გადახდა
- გამოყენებული ტერმინების განმარტებები:
- მზღვეველი - სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204540274);
- დამზღევი - ფიზიკური პირი/იურიდიული პირი, რომელიც აფორმებს სამოგზაურო დაზღვევის ხელშეკრულებას და იხდის სადაზღვევო პრემიას დაზღვეულის სასარგებლოდ;
- დაზღვეული - პირი, რომლის სასარგებლოთაც ხორციელდება დაზღვევა. დაზღვეული შეიძლება იყოს თავად დამზღვევი ან სხვა პირი/პირები;
- მოსარგებლე– პირი, რომელიც დაზღვევის პირობების საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
- სადაზღვევო პოლისი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს;
- სადაზღვევო პერიოდი - სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვევის მოქმედების ვადა, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა ძალაშია;
- დაზღვევის ტერიტორია– ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება დაზღვევის მოქმედება და რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში (გარდა გამონაკლისში მითითებული ქვეყნებისა პუნქტი20);
- სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პოლისში მითითბული თანხის ოდენობა, რომელიც დამზღვევმა უნდა გადაუხადოს მზღვეველს;
- სადაზღვევო შემთხვევა - წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევები, რომლის დადგომის შემთხვევაში მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას;
- სადაზღვევო თანხა - სადაზღვევო პოლისში/დაზღვევის პირობებში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც დადგენილია დაზღვეულისთვის/მოსარგებლისათვის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევ(ებ)ის ჯამური ანაზღაურების მაქსიმალური თანხა;
- ლიმიტი - სადაზღვევო პოლისში/დაზღვევის პირობებში მითითებული თანხა/თანხები, რომელიც წარმოადგენს მზღვეველის მიერ შესაძლო მაქსიმალურ სადაზღვევო ანაზღაურებას;
- ქველიმიტი - კონკრეტული მომსახურების სახეობის ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს დაზღვეულს/მოსარგებლეს ხარჯები;
- ფრანშიზა - ზარალის თანხის ნაწილი - არანაზღაურებადი მინიმუმი, რომელსაც მზღვეველი ნებისმიერ შემთხვევაში არ ანაზღაურებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას და რომელიც ყოველი ახალი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისას გამოიქვითება
- უბედური შემთხვევა - უეცარი, მოულოდნელი მოვლენა, რომელიც მოხდა დაზღვეულის ნებისგან დამოუკიდებლად თვალსაჩინო გარეგანი ძალების ზემოქმედების შედეგად და გამოიწვია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
- გადაუდებელი მდგომარეობა - უბედური შემთხვევის შედეგად ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება, რომელიც საფრთხეს უქმნის დაზღვეულის სიცოცხლეს და საჭიროებს მყისიერ სამედიცინო დახმარებას;
- საწოლ-დღე - სამედიცინო დაწესებულებაში გატარებული ერთი დღე-ღამე.
- დაზღვევით დაფარული შემთხვევები და მათი განმარტებები:
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ითვალისწინებს გადაუდებელი მდგომარეობის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეულ სამედიცინო მომსახურებას და/ან დაზღვეულის ტრანსპორტირებას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ულიმიტოდ, ნულოვანი ფრანშიზით;
- ამბულატორიული მომსახურება - ითვალისწინებს გადაუდებელი მდგომარეობის დროს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომლის დროსაც სამედიცინო ჩვენებით საჭიროა დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება ერთი საწოლ-დღით ან ნაკლებად; ფრანშიზა 80 ევრო/დოლარი;
- ჰოსპიტალური მომსახურება - ითვალისწინებს გადაუდებელი მდგომარეობის დროს სტაციონარში გაწეულ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში ერთ საწოლ-დღეზე მეტი ხნით დაყოვნებას. ჯამური ლიმიტი ჰოსპიტალურ მომსახურებაზე შეადგენს 30 000 ევროს/დოლარს. ქველიმიტი ერთ საწოლ-დღეზე შეადგენს 500 ევროს/დოლარს, რომელიც ანაზღაურდება ყოველდღიური ფრანშიზის - 80 ევროს/დოლარის გამოკლებით;
- ჰოსპიტალური მომსახურება - ითვალისწინებს გადაუდებელი მდგომარეობის დროს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში დიაგნოსტიკურ და კონსერვატიულ მკურნალობას, რომელიც არ მოიცავს და არ მოსდევს ქირურგიულ ოპერაციებს. ყოველ საწოლ-დღეზე ქველიმიტი შეადგენს 500 ევროს/დოლარს, რომელიც ანაზღაურდება ყოველდღიური ფრანშიზის - 80 ევროს/დოლარის გამოკლებით. მაქსიმალური ლიმიტია 15 000 ევრო/დოლარი;
- ჰოსპიტალური მომსახურება-ქირურგიული მკურნალობა - ითვალისწინებს გადაუდებელი მდგომარეობის დროს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს და ოპერაციის შემდგომ საჭირო ჰოსპიტალურ მკურნალობას. ყოველ საწოლ-დღეზე ქველიმიტი შეადგენს 500 ევროს/დოლარს, რომელიც ანაზღაურდება ყოველდღიური ფრანშიზის - 80 ევროს/დოლარის გამოკლებით. მაქსიმალური ლიმიტია 15 000 ევრო/დოლარი;
- სტომატოლოგიური მომსახურება - ითვალისწინებს კბილის მწვავე ტკივილისას გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს მხოლოდ ტკივილის გაყუჩებას და კბილის გადაუდებელ ექსტრაქციას. ლიმიტი 500 ევრო/დოლარი, ფრანშიზა 80 ევრო/დოლარი;
- რეპატრიაცია - დაზღვეულის (დაშავებული/ავადმყოფი) ან ცხედრის ავიატრანსპორტირება საქართველოს უახლოეს საერთაშორისო აეროპორტში ან ავტოტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიამდე. ლიმიტი 15 000 ევრო/დოლარი, ნულოვანი ფრანშიზით.
- სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მომსახურების მიღების წესები:
- ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული/სხვა უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუკავშირდეს მზღვეველის საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზს: (+995 32) 2 24 15 24; (+995 32) 2 24 15 25; (+995 32) *1115 ან დაუკავშირდეს საერთაშორისო კომპანიის - Global Voyager Assistance ცხელ ხაზს: +7 (495) 775 09
- დაზღვეულმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სადაზღვევო პოლისი. დაზღვეულმა მკურნალობის პროცესში ან არაუგვიანეს კლინიკის დატოვებამდე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა გამოაგზავნოს დასკანერებული შემდეგი დოკუმენტაცია: სამედიცინო მომსახურების ინვოისი, ავადმყოფის ისტორია, ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალი ღირებულებების მითითებით, ასევე პასპორტი და სადაზღვევო პოლისის ასლი. სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებისას, მზღვეველი განიხილავს დოკუმენტაციას. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მზღვეველი თავად მოახდენს ანგარიშსწორებას სამედიცინო დაწესებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება გამოხატავს მზღვეველთ ან თანამშრომლობის სურვილს.
- იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულს მოუწევს მომსახურების ღირებულების გადახდა, საქართველოში დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მან უნდა წარმოადგინოს სათანადო წესით დამოწმებული, ქართულ ენაზე ნათარგმნი სამედიცინო და გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია. დოკუმენტაციაში ნათლად უნდა ჩანდეს ჩატარებული მომსახურებები და მათი ღირებულებები. მზღვეველის მხრიდან ანაზღაურება გაიცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით დაზღვეულის საბანკო ანგარიშზე (დაზღვეული ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები).
- რეპატრიაციის შემთხვევაში:
- რეპატრიაციის საჭიროების დადგომისას დაზღვეული/ან სხვა უფლებამოსილი პირი ვალდებულია წინასწარ შეუთანხმდეს მზღვეველს და დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: (+995 32) 2 24 15 24; (+995 32) 2 24 15 25; (+995 32)*1115;
- შემთხვევიდან გამომდინარე მზღვეველმა შესაძლებელია თავად განსაზღვროს რეპატრიაციის პროცედურები;
- მზღვეველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე რეპატრიაციის ხარჯების დაფარვისას, მზღვეველი თავისუფლდება რეპატრიაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან.
- გამონაკლის(ებ)ი - შემთხვევები, რომლებსაც მზღვეველი უპირობოდ არ აანაზღაურებს
- სამოქალაქო ან სხვა სახელმწიფოსთან ომის, აჯანყების, დემონსტრაციების, ტერორისტული აქტის ან საბოტაჟის, არეულობის დროს დამდგარი შემთხვევები;
- რადიაქტიული წყაროს ზემოქმედებით გამოწვეული ყველა სახის დაზიანებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება;
- ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას მიღებული დაზიანებები;
- განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, თვითდაშავებით, თვითმკვლელობის და თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად მიღებული დაზიანებების ხარჯები;
- დაზღვევამდე დამდგარ და ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის ამ დაავადებების გამწვავების, გართულების და რეპატრიაციის ხარჯები; ანაზღაურდება მხოლოდ ასეთი დაავადების დროს სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ჩატარებული პირველადი სამედიცინო დახმარება, რეანიმაცია სამედიცინო დაწესებულებაში არაუმეტეს 5 საწოლ-დღის ჩათვლით;
- თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ხარჯები; ფსიქიური დაავადებების ხარჯები. ონკოლოგიური დაავადების ხარჯები. შიდსის/აივ ინფექციის, ქრონიკული და ვირუსული ჰეპატიტების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ხარჯები;
- ორსულობასთან, მშობიარობასთან და მშობიარობის გართულებასთან დაკავშირებული ხარჯები. კონტრაცეფციის, უნაყოფობის და იმპოტენციის ხარჯები. იმუნიზაციის ხარჯები;
- პროთეზების/პროთეზირების, იმპლანტების/იმპლანტაციის და მაკორეგირებელი მოწყობილობების ხარჯები. ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციის ხარჯები;
- არალიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებსა და სამედიცინო საქმიანობის უფლების არმქონე კერძო პირებთან კონსულტაციისა და მკურნალობის ხარჯები;
- შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია სარისკო და სამოყვარულო სპორტის სახეობებში მონაწილეობასთან;
- ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების ხარჯები, თუ ეს წარმოადგენს მოგზაურობის მიზანს;
- რეპატრიაციის ხარჯები, როდესაც მოგზაურობის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო მომსახურების მიღება;
- სათვალის, ლინზების, კონტაქტური ლინზების და სმენის აპარატის შერჩევასა და შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები;
- საჰაერო და სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაზღვეულის დაზიანებასთან დაკავშირებული ხარჯები, რეპატრიაციის ჩათვლით;
- შეიარაღებული ძალების მანევრებსა და საწვრთნელ მეცადინეობებში მონაწილეობისას მიღებული დაშავებით გამოწვეული ხარჯები;
- იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვევის პირობებში მითითებული გამონაკლისების მიხედვით არ ხდება ხარჯების ანაზღაურება, ასევე არ მოხდება რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურებაც;
- რეპატრიაციის ხარჯები, როდესაც დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი უცნობია;
- ნებისმიერი სამედიცინო და რეპატრიაციის ხარჯი, როდესაც მზღვეველი დაზღვეულს სთავაზობს რეპატრიაციას, თუმცა დაზღვეული მაინც აგრძელებს საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებას. დაფინანსება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვეული ან სხვა უფლებამოსილი პირი მზღვეველს წარუდგენს სამედიცინო დასკვვნას იმის შესახებ, რომ დაზღვეულის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის ავია/ავტოტრანსპორტირება;
- 65 წლიდან 85 წლის ასაკის ჩათვლით პირებზე ანაზღაურდება მხოლოდ უბედური შემთხვევით განპირობებული ხარჯები, ამასთან რეპატრიაციის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ უბედური შემთხვევის შედეგად დამგარი საჭიროების შემთხვევაში;
- სადაზღვევო შემთხვევები (მ.შ. რეპატრიაციის ხარჯები), რომელიც უკავშირდება დაზღვეულის ნებისგან დამოუკიდებელ გარე ძალას და რომელიც დადგება საქართველოს კანონის მიზნებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N1/04 ბრძანებით (2017 წელი 06 იანვარი) განსაზღვრულ საყურადღებო ზონებში;
- ბარგის დაზღვევა
- ბარგის დაკარგვა/დაზიანება - გულისხმობს გაუთვალისწინებლად ბარგის დაკარგვას ან დაზიანებას, რომელიც მოხდა ლიცენზირებული ავიახაზების/ავიაკომპანიის მიერ ბარგის, როგორც ცალკე გადასატანი ტვირთის აღრიცხვის შემდეგ. ფრანშიზა შეადგენს 20 ევრო/დოლარი. ლიმიტი ერთ კილოგრამზე 20 ევრო/დოლარი, სრული ლიმიტი 500 ევრო/დოლარი.
- დაფარვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაზღვეული მგზავრობდა საჰაერო ტრანსპორტით.
- დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებისთვის დაზღვეულმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: სადაზღვევო პოლისი, ავიაბილეთი, ავიაკომპანიასგან ოფიციალური მომართვა ბარგის დაკარგვის შესახებ, ბარგის საერთო წონის მითითებით და ბარგის ყუა.
- ანაზღაურება გაიცემა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით დაზღვეულის საბანკო ანგარიშზე. ანაზღაურებას გამოაკლდება ავიაკომპანიის მიერ ბარგის დაკარგვის შედეგად გაცემული თანხის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ბარგის დაზღვევის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებსაც მზღვეველი არ აანაზღაურებს:
- ოფიციალური ორგანოს მიერ ჩამორთმეული ბარგი.
- განზრახ, გაუფრთხილებლობით და უყურადღებობით გამოწვეული შემთხვევები.
- საჰაერო ტრანსპორტით სარგებლობისას დაუშვებელი ნივთები (ძვირფასეულობა, საბუთები, ხელოვნების ნიმუშები, ცოცხალი ორგანიზმები, ფასიანი ქაღალდები, ფული).
- განსაკუთრებული პირობები
- მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი ნდობით აღჭურვილი ექიმ-ექსპერტის მიერ დამატებითი კვლევის ჩატარება.
- სავალდებულო პირობაა, რომ სადაზღვევო პოლისის თავდაპირველი გაცემის დროს დაზღვეული იმყოფებოდეს საქართველოში.
- დაზღვევის მოქმედების ტერიტორიიდან გამოირიცხება ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეც არის დაზღვეული.
- დამზღვევი/დაზღვეული მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას წინამდებარე დაზღვევის პირობებით (ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განახორციელოს დამზღვევის/დაზღვეულის „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება თავისი შეხედულებისამებრ და საჭიროების შემთხვევაში წინამდებარე პუნქტში მითითებულ მონაცემთა გადაცემა, როგორც საქართველოს, ასევე სხვა სახელმწიფოს საჯარო, თუ კერძო დაწესებულებებისათვის/ორგანიზაციებისათვის; მოიპოვოს დამზღვევის/დაზღვეულის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება კავშირი ჰქონდეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მხარეთა ვალდებულებებთან, სადაზღვევო შემთხვევასთან ან/და ზიანის ოდენობასთან, ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებებიდან/ორგანიზაციებიდან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებიდან, საჯარო რეესტრიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და სამართალდამცავი ორგანოებიდან. დამზღვევი ადასტურებს, რომ დაზღვეულ(ებ)ისგან მოპოვებული აქვს წერილობითი თანხმობა, რომლის საფუძველზეც მზღვეველს მინიჭებული აქვს წინამდებარე პუნქტში მითითებული უფლებები; დამზღვევი ვალდებულია წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დაზღვეულ(ებ)ის წერილობითი თანხმობა მიაწოდოს მზღვეველს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ.
- სადაზღვევო პოლისის მოქმედების შეწვეტა
- სადაზღვევო პოლისის მოქმედება დასრულებულად ჩაითვლება სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადის გასვლის, სადაზღვევო პოლისის გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ამოწურვის ან მხარეთა წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში;
- სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის დაწყების შემდეგ მისი გაუქმება და სადაზღვევო პრემიის ან პრემიის ნაწილის დაბრუნება მზღვეველის მხრიდან არ მოხდება.
- იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული რაიმე მიზეზით, მათ შორის ვიზის მიღებაზე უარის თქმის გამო, ვერ გაემგზავრება სადაზღვევო პოლისში მითითებულ ქვეყნებში და ამის შესახებ სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე წერილობით აცნობებს მზღვეველს, დამზღვევს/დაზღვეულს დაუბრუნდება გადახდილი სადაზღვევო პრემია მზღვეველის მიერ გაწეული ხარჯების: 1 (ერთი) ლარის გამოკლებით. აღნიშნული მიზნისათვის დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია მზღვეველს წარუდგინოს დაზღვეულის პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი და კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით დამატებით საჭირო დოკუმენტაცია.
- საპრეტენზიო
- ამ დაზღვევის პირობების (ხელშეკრულება) საფუძველზე განხორციელებული დაზღვევიდან გამომდინარე დავის/უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე (მომხმარებელი) უფლებამოსილია მიმართოს მზღვეველის იურიდიული დეპარტამენტს შემდეგი საშუალებით:
- წერილობითი პრეტენზია – მომხმარებლის მიერ ივსება საპრეტენზიო განაცხადის სტანდარტული ფორმა და ბარდება მზღვეველის კანცელარიაში (ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ.32ა);
- ელექტრონული პრეტენზია – მომხმარებელი პრეტენზიას აფიქსირებს ელექტრონული წერილის სახით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნის გზით info@primeinsurance.ge, მიღების შესაბამისი დასტურით ან მზღვეველის ვებ-გვერდზე primeinsurance.ge საპრეტენზიო განაცხადის შევსებითა და გაგზავნით;
- სატელეფონო პრეტენზია – მომხმარებელთა პრეტენზიის განხილვა ხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციის გზით ქოლ-ცენტრში (7/24) შემდეგ ტელეფონის ნომერზე +995 32 2241524/ 2241525/ *1115. სატელეფონო პრეტენზია იწერება.
- ყველა სახის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე.
- მომხმარებელთა უფლებების დაცვის და სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მზღვეველის ცხელ ხაზზე შემომავალი ზარი იწერება.
- მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება წინამდებარე პირობებში მითითებული მიზნებისთვის და სათანადოდ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ამ დაზღვევის პირობების (ხელშეკრულება) საფუძველზე განხორციელებული დაზღვევიდან გამომდინარე დავის/უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე (მომხმარებელი) უფლებამოსილია მიმართოს მზღვეველის იურიდიული დეპარტამენტს შემდეგი საშუალებით:
- ინფორმაცია მზღვეველის საზედამხედველო ორგანოს შესახებ
- სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. მის.: ქ. თბილისი, ლ. მიქელაძის ქ. ტელ: +995 32 223 44 10; ელ-ფოსტა: info@insurance.gov.ge
წინამდებარე დაზღვევის პირობები (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
- დამზღვევის განცხადებები
- დამზღვევი, ქაღალდის ფორმით წარმოდგენილ სადაზღვევო პოლისზე ხელმოწერით ან მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსებული დაზღვევის პირობების აქცეპტირებით (თანხმობის განცხადებით), ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისის შეძენითა და სადაზღვევო პრემიის გადახდით ადასტურებს, რომ:
- დეტალურად გაეცნო და შეისწავლა წინამდებარე დაზღვევის პირობებ(ს)ი და ეთანხმება მას;
- თანახმაა მიიღოს დაზღვევის პირობებში ცვლილებების შეტანის შესახებ ან დაზღვევის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ტექსტური შეტყობინებით, მის მიერ ხელმოწერილ განაცხადში/ მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ განაცხადში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე/ელ.ფოსტის მისამართზე;
- დაზღვევის ყველა პირობა მისთვის გასაგებია და არ შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერებს;
- ყველა მისი თანხმობა და დადასტურება გაცემულია ნებაყოფლობით და თანაბარია მის წერილობითი ფორმით გაცემულ თანხმობასა და დადასტურებას.
შენიშვნა: მისთვის ცნობილია, რომ მზღვეველის ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონული განაცხადის შევსებისას, ის ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს დაზღვევის პირობებს (ხელშეკრულება). წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე ხელშეკრულება არ გაფორმდება და სადაზღვევო პოლისი არ გაიცემა.
სახელი, გვარი: | |
სახელი, გვარი (ლათინურად): | |
პირადი ნომერი: | |
დაბადების თარიღი: | |
ელ-ფოსტა: | |
მობილური: | |
ქალაქი: | |
პასპორტის ნომერი: | |
ფაქტობრივი მისამართი: | |
ფაქტობრივი მისამართი (ლათინურად): |
სახელი, გვარი: | |
სახელი, გვარი (ლათინურად): | |
პირადი ნომერი: | |
დაბადების თარიღი: | |
ქალაქი: | |
პასპორტის ნომერი: | |
ფაქტობრივი მისამართი: | |
ფაქტობრივი მისამართი (ლათინურად): | |
გადასახდელი თანხა: | ლარი |
ფასდაკლება: | - ლარი |
საბოლოო გადასახდელი თანხა: | ლარი |
