ტვირთი
ტვირთის დაზღვევა

დაზღვევის ობიექტია ნებისმიერი სახის ტვირთი, რომელიც გადაზიდული იქნება სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით, გარდა ისეთი სახის ტვირთისა, როგორიცაა დოკუმენტაცია და ფასიანი ქაღალდები, ძვირფასი ლითონები და ნაკეთობები, სამხედრო აღჭურვილობა და მოწყობილობა, ნარკოტიკები და აკრძალული მედიკამენტები, ცხოველები და ნარგავები.

 

ტვირთების დაზღვევის პირობები, ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვისას, მისი სრული ან ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა მოქმედებს ტვირთების, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას.

 

ტვირთის (ტრანსპორტირების) დაზღვევა რეგულირდება საერთაშორისო სტანდარტებით, კერძოდ ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის დაზღვევის პირობებით. შესაბამისად, ჩვენი კომპანიაც გთავაზობთ ზემოთაღნიშნული პირობებით დაზღვევას, რაც ძირითადად მოიცავს:

ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ყველა რისკისგან დაზღვევის პირობას Institute Cargo Clauses (A);

 

სადაზღვევო დაფარვის არეალი (დაზღვევის ტერიტორია) მოიცავს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საომარი მოქმედებების ზონები და ქვეყნები, რომლებიც მოქცეულია „გაერო“-ს სანქციების ქვეშ.